1781607543
ირაკლი კობახიძე და ალექსანდარ ვუჩიჩის მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ
სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ალექსანდარ ვუჩიჩი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც პირისპირ უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ახლა კი მიმდინარეობს გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.
დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ალექსანდარ ვუჩიჩის მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ბრიფინგს "კურიერი" დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ეს არის სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ალექსანდარ ვუჩიჩი თბილისს მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად გუშინ ეწვია.











