ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
არჩევნები პირველად მოიცავს ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებსაც, ისევე როგორც ანექსირებულ ყირიმს.
მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 3-დღიანი იქნება და 20 სექტემბერს დასრულდება. ამავე დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება რეგიონული და მუნიციპალური არჩევნებიც. ქვეყნის 33 რეგიონში დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა იმოქმედებს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 17 პარტიას აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია დღეიდან, 16 ივნისიდან იწყება.