ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში, სამწუხაროა, როცა ქართველი კარგავს სახეს, პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს

 ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში. სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ტრაგიკული მოვლენაა, როცა ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს.

„ჯო ვილსონს რაც შეეხება, ის, პირველ რიგში, არის „დიფ სთეითის“ აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში, ისიც არის, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ აგენტი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი. ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.