თბილისში ბავშვს მანქანა დაეჯახა
1759867486
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია თსუ-ს პროფესორის მარინე ჩიტაშვილის შეფასებას გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.
კირცხალია სოციალურ ქსელში „ფორმულას“ გადაცემიდან აზიარებს ფრაგმენტს, სადაც მარინე ჩიტაშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი უფრო დრამატულად რომ განვითარებულიყო და ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი და გასროლა, მაშინ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. მისივე შეფასებით, „ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი“. „ყველაფერი თქვა! კომენტარიც არ სჭირდება! ამის “გაპრავებასაც” იკადრებენ…“ - წერს კირცხალია.