ექიმის საინტერესო რჩევა მშობლებს მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებით
1765984147
„დღეს ბედობაა და ჩვენს, ე.წ. კოლეგებს გილოცავთ. მინიმუმ ერთი წლით, კიდევ ერთხელ დაგებედათ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში სიარული და მათი შეკვეთებისა და მესიჯბოქსების გამოტანა აქ, პარლამენტში. რაც შეეხება ამ თქვენ კლოუნადას, რომელიც დადგით ტრიბუნიდან - თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივას - „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.
მისი თქმით, როდესაც გიორგი გახარიას წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დარბევას ახსენებს, მას ამის მორალური უფლება არ აქვს.
„როგორ უნდა გავცეთ სერიოზული პასუხი ამ კლოუნადას, პოლიტიკურ დაკვეთას? ეს დადგმული პოლიტიკური სიუჟეტი გინდოდათ გაგეთამაშებინათ დღეს. ღიმილისმომგვრელია კითხვები, რომელსაც ერთმანეთს უსვამდით. ალბათ ჯერ ახალია თქვენთვის საპარლამენტო ცხოვრება და ასეთ შეცდომას შემდეგი დაკვეთისას, იმედია, აღარ დაუშვებთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, სირცხვილია როდესაც ფრაქცია „საქართველოსთვის“ საზოგადოების სახელით საუბრობს.
„რომელი საზოგადოების სახელით საუბრობთ. არ გრცხვენიათ? ხომ არ დაგავიწყდათ, აქ როგორ ხართ? რა 12 მანდატსა და ლეგიტიმაციაზე საუბრობთ? ვინ არის თქვენი საზოგადოება, ის 300-კაციანი დახელფასებული ბრბო, რომელიც რუსთაველის გამზირზე დარბის, თუ გიგაური-ლომჯარია და სამოქალაქო საზოგადოებაა გახარია და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თითოეული დანაყოფი? სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილია. კიდევ ერთხელ გილოცავთ. საბოლოოდ, კიდევ ერთი წლით დაგებედათ ის „ნაცური“ ნარატივი, რომელსაც ატარებთ. ერთია „ნაცები“, მაგრამ შეგიძლიათ მენეჯერი აიყვანოთ და სხვადასხვა დაკვეთები შეასრულოთ არა მხოლოდ გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობისგან“, არამედ სხვადასხვა ჯგუფისგან, არასამთავრობო ორგანიზაციისგან და ამ კლოუნადების დადგმაში გარკვეული ანაზღაურებაც აიღოთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.