- 1 გრადუსი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1765990647
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ხვალ ბრიუსელში მხარს არ დაუჭერს არცერთ სქემას, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას, რომელიც უკრაინაში ომის შემდგომ მხარდაჭერას გამოიწვევს.
ფიცოს თქმით, არ დაუჭერს მხარს არაფერს, რაც ომისთვის დამატებით თანხებს გულისხმობს.
„ხვალინდელ სხდომაზე მე არ დავუჭერ მხარს არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო სესხის გაცემას გამოიწვევს. არცერთს. საერთოდ არ მაწუხებს, ეს გაყინული აქტივები თუ არაგაყინული. ცოტა ხნის წინ მქონდა შესაძლებლობა, გამეცვალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. ეს წარმოუდგენელი ციფრებია და მაქვს კითხვა, რატომ უნდა იღუპებოდეს ყოველდღიურად რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი. რატომ? შოკირებული ვარ, როგორ ჩაშალა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო მოლაპარაკებები. შოკირებული ვარ, როგორ სურთ ხვალ ძალიან სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება გაყინულ რუსულ აქტივებზე, უბრალოდ იმისთვის, რომ ეს გაყინული რუსული აქტივები არ გახდეს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.
გაყინული რუსული აქტივები უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი და უნდა იყოს გამოყენებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, პირველ ყოვლისა, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. თუმცა, არსებობს წინადადება, რომელსაც მე არ ვუჭერ მხარს და ეს არ ეხება რუსეთის გაყინულ აქტივებს, არამედ იმას, რომ ეს თანხა არ უნდა იყოს გამოყენებული უკრაინისთვის რეპარაციის სესხად, ძირითადად იარაღისთვის. პროპორციებს თუ დავაკვირდებით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ომის მხარდასაჭერად არის განკუთვნილი. სწორედ ამიტომ არ განვიხილავ რაიმე მექანიზმს ან სქემას. როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ხვალ ბრიუსელში არ დავუჭერ მხარს არაფერს, რაც ომისთვის დამატებით თანხებს ნიშნავს“, – განაცხადა ფიცომ.