უმძიმესი კადრები ადგილიდან, სადაც მაგდა პაპიძემ ქმარი და 5 წლის შვილი მოკლა
1670701722
საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022 გაიხსნა.
ქართველ დიპლომატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ელჩების კონფერენციის გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა დახურულ ფორმატში გამართა. მთავრობის მეთაურმა ელჩებთან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები მიმოიხილა და მათ კონკრეტული დავალებები მისცა.