ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.