მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ეწვია. მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად ფინანსური ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.
ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი 2018 წელს დაარსდა და ბიზნესისა და ფინანსების მთავარი რეგიონული ცენტრია, რომელიც ქვეყანას გარე ბაზრებთან აკავშირებს. 2022 წლის მონაცემებით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან 35-ზე მეტი ქვეყნის 1045 კომპანია თანამშრომლობს.