ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებს არაბული მედია ეხმიანება.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს შეხვდა.
გამოცემის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები, კერძოდ, ეკონომიკასა და კულტურის სექტორის სფეროებში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ შეიხი მუჰამედი და ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრნენ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობის გამყარებაზე. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას.