მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ თამაშს დაესწრო.
დღევანდელი თამაშით საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს პირადად მიულოცა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.
პრემიერთან ერთად საკალათბურთო მატჩს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ