15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში , რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.