გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჭეიშვილის შეფასებით, ქვეყანაში 4 ოქტომბერს განვითარებული პროცესები, გარე ძალების მხრიდან არის პროვოცირებული. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია სწორედ მათი სცენარით მოქმედებდა.
„თავიდან ბოლომდე, ნებისმიერი დეტალი არის დაგეგმილი ასე ვთქვათ საქართველოზე მომაგრებული კონკრეტული ჯგუფის მიერ. მათი დაგეგმილი სცენარით მოქმედებდა ჩვენი ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია, სინამდვილეში კი ჩვენი ქვეყნის მტრები. ამიტომ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში მეხუთედ“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ჯამში 44 პირია დაკავებული.