წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.