გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ კონცერტს თვითონაც დაესწრება.
„ამა წლის 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქალბატონი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.