ჯარიმა 6000 ლარია - ნახეთ, ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1756965025
მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვიხილოთ ყველა ტყვის გათავისუფლება ომის დასრულების მკაფიო განცხადების, ღაზას სექტორიდან სრული გასვლისა და ღაზას სექტორის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნის სანაცვლოდ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დაჯგუფება „ჰამასმა“ გაავრცელა.
„“ჰამასი“ მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გარკვეული შეთავაზებები, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას“ უგზავნის იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მის მიერ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების პირობების მიღებაზე უარის თქმას მოჰყვეს.
„ყველას სურს, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ. ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს! ისრაელმა მიიღო ჩემი პირობები. დროა, “ჰამასმაც” მიიღოს. გავაფრთხილე “ჰამასი” უარის თქმის შედეგების შესახებ. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, მეორე აღარ იქნება!“ - წერს ტრამპი Truth Social-ში.