1781814041
გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენა - ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტს აჯამებს
ქართულმა დელეგაციამ ბელგიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეებმა შეხვედრები გამართეს - ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ქვედა პალატის წევრთან. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეხვედრაზე ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაც განიხილეს.
"ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. ყველა კითხვას გავეცით პასუხი, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპაციაზე, ევროკავშირის ურთიერთობების პრობლემატიკაზე.
ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლზე დაკავშირებადობის პროექტში. გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენა", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.












