კანადამ კატარი 6:0 გაანადგურა

კანადამ კატარი 6:0 გაანადგურა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის ფარგლებში კანადისა და კატარის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 6:0 კანადელების სასარგებლოდ დასრულდა.

მატჩი კანადურ ქალაქ ვანკუვერში გაიმართა.

კანადელებმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს. თავი თავდამსხმელმა კაილ ლარინმა გამოიჩინა. გოლები აგრეთვე გაიტანეს ჯონათან დევიდმა, ნათან სალიბამ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 33-ე წუთზე თამაშის მთავარმა არბიტრმა კატარელთა მცველი ჰომამ აჰმედი საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევისთვის გააძევა. 51-ე წუთზე მსაჯმა კიდევ ერთი კატარელი ფეხბურთელი ასიმ მადიბო გააძევა. ამრიგად, კატარის ნაკრებმა თამაში ცხრაკაციანი შემადგენლობით დაასრულა.

კანადის ნაკრები მეორე ტურის შემდეგ B ჯგუფში ოთხი ქულით პირველ ადგილზეა. კატარს ერთი ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.