გვჯერა იმის, რომ ამ კონკრეტული სიტუაციიდან, საერთო ჯამში, ენმ გამოვა ბევრად უფრო გაძლიერებული - გიორგი კაპანაძე​

გიორგი კაპანაძე

 შიდაპარტიული კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ენმ სამარცხვინო მდგომარეობაშია და ნანუკა ჟორჟოლიანი, შესაძლოა განიხილებოდეს აქტივისტად, მაგრამ პოლიტიკურ ფიგურად არა. თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა სააკაშვილის თხოვნით უკვე დაიწყო შეხვედრები პარტიულ ორგანიზაციებთან. მისივე მტკიცებით, პარტიაში რჩება თინა ბოკუჩავაც, თუმცა სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი პარტიის წევრებს შორის ღია დაპირისპირების მიზეზია.

საკითხს გამოეხმაურა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი. გიორგი კაპანაძის განცხადებით, ცვლილებების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა გაძლიერდება.

"მჯერა ერთი რამის - პირველ რიგში იმის, რასაც ახმოვანებს და აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ასევე, ცხადია, გვჯერა იმის, რომ ამ კონკრეტული სიტუაციიდან, საერთო ჯამში, ენმ გამოვა ბევრად უფრო გაძლიერებული.

რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, შესაძლოა ზოგს აქვს განსხვავებული პოზიცია, ეს არის დემოკრატიული პროცესი და ცხადია, არის შიდა დემოკრატიის ნაწილი. ამავე დროს მგონია, რომ ყველანი უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.