„7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება...“ - ივლის-აგვისტოს ამინდის პროგნოზი
1751551130
ეს არის ძალიან სწორი მოწოდება, რომ „მშვიდობით იარაღო“ და გაუმარჯოს დიპლომატიას, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს.
მისი თქმით, იმედია, რომ მალე იარაღს შეცვლის დიპლომატია.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს იარაღი, რასაც ჰქვია დეზინფორმაცია და ასევე, მათ შორის ის სამხედრო იარაღი, რომლის წვიმებია სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში დასრულდება და გაიმარჯვებს დიპლომატია. ეს არის ძალიან სწორი მოწოდება, რომ „მშვიდობით იარაღო“ და გაუმარჯოს დიპლომატიას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.