ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
1765867051
სამწუხაროდ არ გვიკვირს, რომ საია არის „ნაცმოძრაობის“ ჩვეულებრივი შემადგენლობა გამომდინარე იქიდან, რომ „ენჯეო“ სექტორს და საია-ს ნარატივი ჰქონდათ ერთი და იგივე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საიამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
„სამწუხაროდ არ გვიკვირს, რომ საია არის „ნაცმოძრაობის“ ჩვეულებრივი შემადგენლობა გამომდინარე იქიდან, რომ „ენჯეო“ სექტორს და საია-ს ნარატივი ჰქონდათ ერთი და იგივე. საია ერთ ადამიანს მაინც თუ ესაუბრა, თუ იმ ადამიანებს ადამიანებად არ თვლის, ვინც გაანადგურა „ნაცმოძრაობამ“?! რატომ არ დაინტერესდა, ზოგმა შეძლო უფლებების და ქონების აღდგენა, თუ ზოგმა ვერ შეძლო, თუ საია მხოლოდ მათ აღიქვამს ადამიანებად, ვინც „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს?!“ - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. საქმე ეხება კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაა მოთხოვნილი. საია სარჩელს აკრიტიკებს.