ვრცელდება დედის და ბებიის დაკავების კადრები, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს
1745667003
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს ხელისუფლება, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს.
„ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ დონეზე, კოორდინაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, პარტნიორებთან და საქართველო, ყველა ფორმატში, ღიად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა პოლიტიკურ დონეზე, ცალსახად და ღიად უჭერს მხარს უკრაინას და გმობს იმ აგრესიას, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს“, - აცხადებს გივი მიქანაძე.