ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
სააკაშვილმა თავისი პოზიციონირება რომ შეინარჩუნოს, ფაქტობრივად მისი ოჯახის წევრი ჩალაძე გამოჰყავს ერთ-ერთ კონკურენტად - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა აღიარებს, მათ შორის ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული რადიკალური ფრთის წარმომადგენელი პარტიებიც, რომ „ნაცმოძრაობა“ უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას. „როდესაც ეს შიდა დაპირისპირება ხდება, რეალურად მიხეილ სააკაშვილი დიდად არავის აღარ ახსოვს, მაგრამ სააკაშვილმა თავისი პოზიციონირება რომ შეინარჩუნოს, ფაქტობრივად მისი ოჯახის წევრი ჩალაძე გამოჰყავს ერთ-ერთ კონკურენტად. ამ კონტექსტიდან გამომდინარე ვხედავთ და ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი პარტიებიც, რომლებიც ნაცმოძრაობასთან პირდაპირ და უშუალოდ დაკავშირებული არიან, რომ პარტია უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს პროცესები აუცილებლად ამ პარტიის დაშლამდე მიიყვანს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს პარტია პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება ისე, რომ ვეღარასოდეს იარსებებს“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1745695529