გივი მიქანაძე: ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა - დაახლოებით 14 ათასამდე მოსწავლე საჭიროებს სპეცმასწავლებლის დახმარებას, რაც მიუთითებს, რომ ამ კუთხით მუშაობა მნიშვნელოვანია

გივი მიქანაძე

 განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ„დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთამხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა.

„რამდენიმე დღის წინ, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ახალი სტრუქტურა დავამტკიცეთ, რომელშიც ახალი დეპარტამენტი გაჩნდა - ინკლუზიისა და სტრატეგიული დაგეგმარების.​​ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ინკლუზიისსამმართველო არსებობდა და ის შეუერთდა მანდატურის სამსახურს კონკრეტული ფუნქციებით, იყო ასევე სპეკულაციური განცხადებები, თითქოს ინკლუზიისკომპონენტი გაუქმდა სამინისტროში, ეს ასე არ ყოფილა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გამოხატულება იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა და ამ მიმართულების მნიშვნელობისა, რომ არა თუ სამმართველოს, არამედ დეპარტამენტის სტატუსით გვაქვს ინკლუზიის მიმართულება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენთვის ეს მიმართულება არის ძალიან პრიორიტეტული.

დაახლოებით 14 ათასამდე მოსწავლე, საქართველოში საჭიროებს სპეცმასწავლებლის დახმარებას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ საკითხზე აქცენტირება და ამ კუთხით მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.