გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
გამჭვირვალობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს კანონპროექტი გამჭვირვალობას ნამდვილად არ ემსახურება. ის სულ სხვა მიზნებითა და იდეებით არის ინიცირებული, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, „ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მოქალაქეების თავისუფალი გამოხატვის უფლებას ზღუდავს“.
„გრანტების ტერმინის მიზანმიმართული და ხელოვნური გაფართოება გრანტების კრიმინალიზაციას ახდენს. გრანტის მიღება მთავრობის ნებართვაზე იქნება დამოკიდებული. ასევე, გრანტის მიღება დანაშაულად შეიძლება შეირაცხოს და დანაშაულის ჩამდენ პირად შეიძლება ნებისმიერი რიგითი მოქალაქე იქცეს, რომელსაც გრანტთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქამდე საერთოდ არ ჰქონია შეხება.
რაც შეეხება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ ცვლილებას, ეს არის „ოცნების“ შიშებით განპირობებული. უნდათ, ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა მთავრობის ნებართვას დაუქვემდებარონ და ის კომპლექსები, რაც მათ აქვთ აღიარება-არაღიარების ნაწილში, დანაშაულად გამოაცხადონ. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად აღარ უკვირთ მსგავსი რეპრესიული ტიპის კანონები, რომელსაც უკვე ბოლო წლის განმავლობაში იღებენ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.