წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766086227
ბრიუსელის მოთხოვნები არსებობდა, მაგრამ ისინი ჩვენთან ერთად არ შედგენილა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ვერ შევა.
„საქართველომ რომც მოინდომოს, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ვერ განახორციელებს, მით უმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში ვერ შევა. რაც ხდება, თვალთმაქცობაა, რადგან რუსეთთან თავად აქვთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის საქონელბრუნვას აჭარბებს, მათ შორის უკრაინის გავლით. საქართველო ქართული გამჭვირვალობის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის, რადგან იმის ცოდნა, რა თანხა შემოედინება ქვეყანაში და რა პროექტებში იხარჯება, უნდა ვიცოდეთ. იმ თანხის რეალიზაცია დავინახეთ, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებაში გადაითარგმნა. რასაკვირველია ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა არანაირად არ ნიშნავს ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ამაზე ჩვენ ცალკე კანონი გვაქვს, – განაცხადა ვოლსკიმ.