ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს განიხილავენ, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, მსახიობმა გია ბურჯანაძემ ისაუბრა.
მან დარბევის დროს კინოთეატრ „რუსთაველში“ მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხალხი რიგებს შორის ჰყავდათ ჩაყრილი და ზედ დარბოდნენ.
„ხალხი ჰყავდათ ჩაყრილი რიგებს შორის და დარბოდნენ ამ ხალხზე ჯოხებით. ჯერ კიდევ 2007 წელს შემოიღეს „ბადრის რა“ და იქ იყო ასეთივე მდგომარეობა „ნინოს რა“ და ვინც არ იტყოდა ურტყამდნენ და დარბოდნენ. შემდეგ დაიწყეს ხალხის ნელ-ნელა ჯგუფ-ჯგუფად გაყვანა ამ დარბაზიდან. ადებდნენ პლასტმასის ბორკილებს, რომელიც საშინელება იყო, იმის მერე მარჯვენა ცერა თითი ჩემი არ მუშაობს, ჩამიჭრა მყესი თუ რაღაცა და საშინელი ტკივილის მომტანი იყო, ამით დაიწყეს ხალხის გამოყვანა. შემდეგ ზევიდან ვხედავდით ჩვენ, რომ მოდიოდა მანქანები და წვიმის წყალში, ამ გუბეებში, სისხლში ჩანდნენ დაყრილი ხალხი, ხელებშეკრულები და ნელ-ნელა მიჰყავდათ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.