გერმანელი ევროპარლამენტარი კაია კალასს: რატომ უნდა განვიხილო კუბა თქვენთან? კუბაში მიმდინარე მოვლენების შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ, ისევე როგორც ევროპაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც

მარტინ ზონენბორნი

გერმანელმა ევროპარლამენტარმა მარტინ ზონენბორნმა,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს კაია კალასის ინტელექტუალურ შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ევროპარლამენტის სესიაზე, რომელზეც კუბასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ, მან კალასს ასე მიმართა.

„ქალბატონო კალას, რატომ უნდა განვიხილო კუბა თქვენთან? ახლახან წავიკითხე თქვენი ავტობიოგრაფია, 432 გვერდი არაფრის შესახებ. ესტონეთში წიგნი 80%-იანი ფასდაკლებით იყიდება მხოლოდ 3.99 ევროდ. Amazon-ზე საერთოდ ვერ ნახავთ. კუბაში მიმდინარე მოვლენების შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ, ისევე როგორც ევროპაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც. ხოლო, დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ იმდენივე რამ იცით, რამდენიც ტვინის ქირურგიული ოპერაციის შესახებ. უფრო შინაარსიან საუბარს ჩემს შინაურ ზაზუნასთან, ჯუჯა გალაქტიკებში არსებულ შავ ხვრელებზე გავმართავდი“, - განაცხადა ზონენბორნმა.