„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ისინი სოფელ ოძისში იმყოფებიან , სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცნობს ოკუპაციის შედეგებს.
დიპლომატებს თან არ ახლავთ საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი.
ევროპარლამენტარების 7 კაციანი დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ისინი უკვე შეხვდნენ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მესამე სექტორის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველებს.
გავლენიან პოლიტიკოსებს შეხვედრა აქვთ დაგეგმილი მმართველი გუნდისა წარმომადგენლებთან და მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან.