ცვლილება 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება - ინფორმაცია მათთვის, ვინც მიკროავტობუსით სარგებლობს
1747247546
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის შეფასებით, ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ.
მისი თქმით, ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას".
"კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ, როგორც ევრობიუროკრატია, ასევე სამწუხაროდ ევროკავშირის ელჩიც საქართველოში. ყველამ კარგად იცის პროცესები, რომელიც განვითარდა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე უკრაინა, მოლდოვა. ის, რაც არის ევროპული ევროპაში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ევროპული აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას". ის, რაც მისაღებია ევროპაში, აღმოჩნდება, რომ საქართველოში არის მიუღებელი. ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ელჩის განცხადება, თითქოს ისინი არ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, სამწუხაროდ არის ტყუილი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ "პარტიების აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა დიალოგია", რითაც პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა.