1759904048
,,ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომლის მიზანიც იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა - თუკი ამ დესტრუქციული ჯგუფებისგან კიდევ იქნება ასეთი ქმედებები, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად" - გიორგი ჩაკვეტაძე

ძალადობრივი აქციის ადგილი ქვეყანაში არ არის - შაბათს განვითარებულ მოვლენებსა და დაკავებებს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან მმართველი პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანა მშვიდობიანად და სტაბილურად განვითარებას განაგრძობს და მათი გუნდი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
"ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომლის მიზანიც იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, მოგლიჯეს ღობე პრეზიდენტის სასახლეზე. ასე რომ, ყველაფერი პირდაპირ ეთერში იყო. ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად შეაფასა და, შესაბამისად, კარგად შეაფასა ეს ყველაფერი შსს-მაც, გენერალურმა პროკურატურამაც და ყველა იმ უწყებამ, რომელსაც ეს ეხება. თუკი ამ დესტრუქციული ჯგუფებისგან კიდევ იქნება ასეთი ქმედებები, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.