7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
ეს არ არის მხოლოდ 88 მოსარჩელის მიერ დაწყებული პროცესი, ეს არის ხალხის წიაღში დაწყებული პროცესი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ დაიწყებდა რადიკალური პარტიების, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივ და პოლიტიკური პროცესს და ეს ეტაპობრივად გაკეთდა.
„პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. კომისიამ 150-მდე ადამიანი გამოკითხა, 800-მდე დაზარალებული მოქალაქის განცხადებები განიხილეს, 6 თვეს გასტანა ამ პროცესმა და შემდეგ მივიღეთ დასკვნა, რაც გახდა ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელისა. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ბოლომდე ისე, რომ დაკვეთა, რომელიც ხალხისგან არის წამოსული, მივიყვანოთ ბოლომდე“ - აღნიშნა შატაკიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, სასამართლო განხილვების ორმა დღემ საზოგადოებას ბევრი რამ დაანახვა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქმე გვაქვს კრიმინალური ენერგიის მქონე სინდიკატთან, რომლისთვისაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პროცესი საინტერესო არ არის. მათთვის ყველაზე მთავარია რადიკალიზაციის გზით, გარედან მიღებული დაკვეთებით მიაღწიონ თავიანთ მიზანს“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა და გაიხსენა, რომ ოპოზიციას პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაჰქონდა, ხალხს არ ელაპარაკებოდა, რადიკალურ გზას მიმართავდა და მიჰქონდა იერიშები კონსტიტუციურ ინსტიტუციებზე.
„ანალოგიური [რამ] მოხდა სასამართლო პროცესების დროსაც. ჯერ გარეთ მასშტაბური აქციები დააანონსეს. შედეგად, ვნახეთ 40-კაციანი აქცია, შემდეგ შიგნით შევიდნენ და შეეცადნენ სასამართლო ტრიბუნა გამოეყენებინათ პოლიტიკურ ტრიბუნად. თუ პოლიტიკური ტრიბუნით სარგებლობის სურვილი ჰქონდათ, პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.