რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
1751917579
თანამდებობიდან გადამდგარ-გაპენსიონერებული "დიფ სტეიტელი" პატივცემული აშშ-ის ელჩი, სამშობლოში წასვლის წინ ცდილობს კარების გაჯახუნებას და ამ მიზნით, სიცრუის ტირაჟირებას მიჰყო ხელი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის გადამდგარი ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს "რადიო თავისუფლებასთან", სადაც მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. გვენეტაძის შეფასებით, ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი, პიროვნული ინტერესის იგნორირების ხარჯზე, საქართველოს უანგაროდ ემსახურება, რასაც არაერთი ფაქტი ადასტურებს, თუმცა, რობინ დანიგანი არა ფაქტებით, არამედ აღქმებით განსაზღვრავს პროცესებს, ისევე როგორც "დიფ სთეითის" დავალებების აქაური შემსრულებლები. "თანამდებობიდან გადამდგარ-გაპენსიონერებული "დიფ სტეიტელი" პატივცემული აშშ-ის ელჩი, სამშობლოში წასვლის წინ ცდილობს კარების გაჯახუნებას და ამ მიზნით, სიცრუის ტირაჟირებას მიჰყო ხელი. კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა: "ადამიანი მოთმინებიდან, რომ გამოიყვანო უნდა დააბრალო ის, რის წინააღმდეგ თავად იბრძვისო". სწორედ ამ პრინციპზე არის დაყრდნობილი ამ ქალბატონის ქმედებები, როდესაც აღნიშნავს: ივანიშვილი პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებსო. არადა საამქვეყნოდაა ცნობილი, რომ ბატონი ივანიშვილის მთელი მოღვაწეობა მიმართული იყო და მიმართულია საკუთარის, პიროვნულის იგნორირების ხარჯზე საქართველოს უანგარო მსახურებისათვის. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტის მოყვანა შეიძლება. თუნდაც ქვეყნის გამანადგურებელ ომში ჩართვის აცილების სანაცვლოდ საკუთარი ოჯახის და ფინანსების უდიდესი საფრთხის წინაშე დაყენება. თუმცა ქალბატონი დანიგანი, ისევე, როგორც მისი აქაური "დიფ სტეიტის" დავალებების უსიტყვო შემსრულებლები პროცესებს განსაზღვრავენ არა ფაქტებით, არამედ საკუთარი აღქმებით. რაც კიდევაც საკუთარი პირით საჯაროდ დაადასტურა პატივცემული ელჩის გამორჩეულმა და სათაყვანო პიროვნებამ, ამჟამად კი უკვე მეორედ მსჯავრდებულმა გვარამიამ. თუმცა არაფერია. ვინაიდან აქ ამ ქვეყანაში გენიოსის მიერაა მთიდან ამოძახილი: "ცუდას რად უნდა მტრობას კარგია მუდამ მტრიანიო". ამიტომაც "ისე, როგორც არასდროს, არც ამჟამად - "სანთელ-საკმეველი, თავის გზას არ დაკარგავს"," - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.