მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
ყოფილი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო და პარტიამ მას ცრუ მოლოდინები შეუქმნა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა ვინც „ჩამოდი ჩამოდი" უძახა და მისივე შეცდომებმა. ეს ყველაფერი მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის" ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ჰქონდა იმედი და განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი მზად იყო, რომ ფიზიკურად დაეცვა ის", - განაცხადა აკაკი ბობოხიძე.