1745739169
დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ! - მამუკა მდინარაძე

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენ და ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მიზანს!... წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის!
დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ხოლო წევრობის კანდიდატობას კი მიიღებს დასახული პირობების შესრულების შემდეგ.

ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
1745695869