სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
ანგელა მერკელის სკანდალური ინტერვიუ - გერმანიის ყოფილი კანცლერი ამბობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამ პროცესს კი ხელი პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შეუშალეს. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგს ხელი შეუშალეს.
მერკელის ინტერვიუ თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა - ოპოზიციაში ამბობენ, რომ, სამწუხაროდ, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დღემდე იმყოფებიან ადამიანები, რომელთა შეცდომების გამო ბევრი რამ ცუდად წავიდა.
"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დღემდე იმყოფებიან ადამიანები ევროპულ პოლიტიკურ წრეებში, რომელთა შეცდომების გამო ბევრი რამ ცუდად წავიდა, მათ შორის რუსულ იმპერიასთან დაკავშირებით და მათ ექსპანსიონიზმთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე იხტიბარს არ იტეხენ და არ უსწორებენ თვალს რეალობას, რომ პუტინის აგრესია არავის ბრალი არ არის გარდა პუტინისა, რომ ისინი თავის დროზე მწარედ ცდებოდნენ“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.