"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის ციხესთან და ბათუმში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს გამართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აქციები რუსთავის ციხესთან, 15:00 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტთან კი 19:00 საათზე დაიწყება.
„მოვითხოვთ: 1. მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში; 2. შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა; მანამდე სანამ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ჩვენ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა: 1. ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად წარიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან.
მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოგვიერთდნენ, რათა ჩვენი სიჩუმით არ გავხდეთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე”,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.