თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ელისაბედ მეორემ ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიკავა.
„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ელისაბედ II-მ იცხოვრა თავისი ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით.
ის იყო დემოკრატიისა და ღირსების ღირებულებებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მოდელი, რომელმაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმსახურა. ჩემი ფიქრები და ლოცვები არის სამეფო ოჯახთან“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის განცხადებაში.