„გამოეთიშებით ფინალს...“ - საგანგებო გაფრთხილება „ჰაუსის“ მონაწილეებს
1771341342
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
განიხილეს ფოთის მუსიკალური სასწავლებლის სკვერის მოწყობის საკითხი.
სოკარ ყულევის შავი ზღვის ნავთობტერმინალი, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში გეგმავს ფოთის აკაკი ხორავას სახელობის მუსიკალური სასწავლებლის გვერდით მდებარე სკვერში მუსიკალური პარკის მოწყობას, რომელიც საქართველო-აზარბაიჯანის მეგობრობას მიეძღვნება.
შეხვედრაზე აზერბაიჯანის კონსულმა და სოკარ ყულევის შავი ზღვის ნავთობტერმინალის უფროსის მოადგილემ ანარ განიევმა განაცხადეს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელბა ხობშიც აპირებენ.