„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა ისაუბრა უნგრეთის რესპუბლიკასთან სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ, ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ანა მარია შიკოს განცხადებით, საქართველო უნგრეთის საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რაც მომავალში ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.
მძიმე ავარია ორთაჭალაში - არის მსხვერპლი
1751550779
მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773