1755711092
დავით მათიკაშვილი: ვინმე თუ შეეცდება კანონის დარღვევას, კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას, სახელმწიფოს რეაქცია იქნება მკაცრი, სამართლიანი და სამართლებრივად სწორი

ხაბეიშვილმა სად ამოიკითხა, ვინ უჩურჩულა, რომ მშვიდობიანს თუ დააყოლებს სიტყვა დამხობას, შემდეგ ეს ყველაფერი სამართლებრივად სწორედ აღსაქმელი იქნება ან საზოგადოებისთვის, ან სახელმწიფოსთვის? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინმე თუ შეეცდება კანონის დარღვევას, სახელმწიფოს რეაქცია იქნება მკაცრი.
„ხაბეიშვილს რომ არაფრის თავი აქვს, ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ვინმე თუ შეეცდება კანონის დარღვევას, კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას, სახელმწიფოს რეაქცია იქნება მყისიერი, მკაცრი, სამართლიანი და სამართლებრივად სწორი. ყველამ გაიაზროს, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში გაიმართება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს“.