დავით მათიკაშვილი ანა წითლიძის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. რა თქმა უნდა, იყო სრული სიმართლე ის, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა არჩევნების შემდგომ შემაჯამებელ ოქმში

დავით მათიკაშვილი

რა თქმა უნდა, არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. რა თქმა უნდა, იყო სრული სიმართლე ის, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა არჩევნების შემდგომ შემაჯამებელ ოქმში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის პასუხად.

დავით მათიკაშვილის თქმით, ის, რაც რადიკალების მხრიდან არჩევნების შემდეგ განხორციელდა, იყო ტყუილის დემონსტრირება, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება და სურვილი, რომ ქვეყანა დიდ უბედურებაში გახვეულიყო.

„ქალბატონი წითლიძის განცხადების შემდგომ პასუხგასაცემია ერთი მარტივი კითხვა. ის, რაც რადიკალებს ამდენი ხნის განმავლობაში ამოძრავებდათ - ცრუ, რეალურად არასწორი, დეზინფორმაციული შინაარსის მქონე მესიჯი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, რაში სჭირდებოდათ მათ ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. რა თქმა უნდა, იყო სრული სიმართლე ის, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა არჩევნების შემდგომ შემაჯამებელ ოქმში და ყველაფერი, რაც მას შემდგომ გაკეთდა და განხორციელდა, ეს იყო ტყუილის დემონსტრირება, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დიდ უბედურებაში გახვეულიყო, რაც, სამწუხაროდ დღესაც გრძელდება ჩვენს მეგობარ უკრაინაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

„ლელოსა“ და გახარიას შემდეგ 2024 წლის არჩევნების შედეგები „ნაციონალურმა მოძრაობამ" აღიარა. ამჯერად ანა წითლიძემ დაასახელა ხმების ის რაოდენობა, რომელიც მათ არჩევნებზე ოფიციალურად მიიღეს. „10 პროცენტი, 200 ათასზე მეტი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „TV პირველთან“ ინტერვიუში.