„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ქართული საბანკო სისტემა, საფინანსო ბაზარი არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ინფლაციური პროცესები დასაშვებ ფარგლებშია.
„წინასწარი მონაცემებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ ანგარიში, რომელიც ესოდენ წარმატებულ მონაცემებს შეიცავს ფინანსური თვალსაზრისით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს.