1729546708
დავით ბაქრაძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე: სხდომის შემდგომ რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა გააკეთეს საჯარო განცხადებაც, რომლის ფარგლებშიც მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ეს არის ტრადიციული განხილვა, რომელზეც გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე აცნობს საბჭოს წევრებს რეგიონებში არსებულ ვითარებას. ასევე კეთდება განცხადებები, - განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საუბრისას, რომელიც 18 აგვისტოს გაიმართა.
მისი თქმით, სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდამჭერი განცხადებები.
„ეს დახურული ხასიათის სხდომაა, თუმცა სხდომის შემდგომ რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა გააკეთეს საჯარო განცხადებაც, რომლის ფარგლებშიც მხარი დაუჭირეს მტკიცედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, მის სუვერენიტეტს. აღინიშნა ჟენევის მოლაპარაკების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ასევე 2008 წელს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების მნიშვნელობას“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.