ჯარიმა 500 ლარამდეა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაფრთხილება მოსახლეობას
1781806856
მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრები საქართველოში პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩართულობის გაზრდა და განვითარების ხელშეწყობაა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
აღნიშნულ ვიზიტი ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის წარმომადგენელმა შეაფასა:
"დღის წესრიგი იყო ძალიან მრავალფეროვანი. ჩვენ ვესტუმრეთ იუსტიციის სახლს, გაეროს სახლს, საოკუპაციო ხაზს, დავაგემოვნეთ გემრიელი ქართული კერძები. ეს პროგრამა არის სიღრმისეული, მრავალფეროვანი. მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოსგან და ის, რაც ვისწავლეთ დავნერგოთ საკუთარ ქვეყნებში. ასევე, გამოვიყენოთ ეს გამოცდილება საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად," - განაცხადა ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის წარმომადგენელმა.