17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
„მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, ამის მერე ვხედავ სააკაშვილის გადარჩენასაც, გათავისუფლებასაც... მანამდე ეს რეალისტურად არ მეჩვენება. ნებისმიერი დისკუსია, კამათიც კი ამ საკითხზე მიმაჩნია კიდევ ერთ ნაბიჯად მოსახლეობის გაუცხოებისკენ. ანუ ამაზე ფოკუსირება მარგინალიზაციის გზად მიმაჩნია. მე ახლა თეთრი ყვავივით ვარ, ამაზე რომ ვლაპარაკობ. გიორგი არველაძის პოსტი წავიკითხე - ეს [სააკაშვილის საკითხი] უნდა იყოს ერთადერთი თემაო. მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილი კარგად იყოს, ჩემთვის ძაან ძვირფასი ადამიანია და არც კი ვუშვებ, რომ შეიძლება რამე დაემართოს, მაგრამ საკითხის ასე დაყენება - ის თუ არ იქნება, ქვეყანა დაიღუპება... დავით აღმაშენებელი დაგვეღუპა, ილია ჭავჭავაძე დაგვეღუპა და ეს ქვეყანა აგრძელებს არსებობას. თავისთავად, საკითხის ასე დაყენება არასწორია“. - ამბობს ჩერგოლეიშვილი.