„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი...“ - რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“
1778790858
ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი დღეიდან თბილისში შეხვედრებს იწყებს.მილოშ ვისტრჩილი პირველ აუდიენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართავს; შედგება გაფართოებული შეხვედრაც, რის შემდეგაც მედიისთვის სპიკერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დღესვე დაგეგმილია მილოშ ვისტრჩილის შეხვედრა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში.