ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

ჯო

მოკლულია გავლენიანი ამერიკული კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დონალდ ტრამპის მოკავშირე ჩარლი კირკი - მას იუტას ველის უნივერსიტეტში იმ დროს ესროლეს, როდესაც ის ტრანსგენდერ ადამიანებსა და ამერიკაში მასობრივ სროლებთან მათ კავშირზე დასმულ შეკითხვას პასუხობდა. სასიკვდილოდ დაჭრილი 31 წლის კირკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კირკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. თავდამსხმელზე სხვა ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

კირკი წლების განმავლობაში იბრძოდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ; იყო ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და კონსერვატიული იდეების გამავრცელებელი.

მკვლელობის საქმეს ეხმაურება ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის დამფუძნებელი. ილონ მასკი კონსერვატორი აქტივისტის მიმართ სროლაზე აცხადებს, რომ "დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია".