აშშ-მექსიკის საზღვარზე, იდუმალ ადგილას, თითქმის 400 გვამი იპოვეს - რას ამბობს პოლიცია
1751562306
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიას პარტიაში დაპირისპირებას აფასებს. მისი განცხადებით, შესაძლოა, მიზეზი საარჩევნო საკითხები ყოფილიყო.
„ის, რომ გახარიამ სიიდან ადამიანები ამოიღო, ნიშნავს იმას, რომ ის ამ ადამიანებს არ ენდობა, რადგან შესაძლებელია, ვისაც მოუწევს მომავალში პარლამენტის წევრობა, შემოვიდნენ და იმუშაონ იმ 12 მანდატისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუჩერდათ უფლებამოსილება.
გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება ყოფილიყო საარჩევნო საკითხებიც, იცით, რომ ერთ-ერთმა წევრმა დატოვა კიდეც პარტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია პარტიის შიგნით.
დაველოდოთ, საერთოდ დაბრუნდება თუ არა გახარია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, თუმცა, მისი პოლიტიკური გუნდი რომ აღარ არის ერთიანი და შიდადაპირისპირება აქვთ, ეს ფაქტი უკვე სახეზეა“, - განაცხადა ბოჟაძემ.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო სიიდან რვა ადამიანი ამოიღეს, გახარიას პარტია ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა. ხოკრიშვილი მიზეზად თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე შეუთანხმებელ პოზიციას ასახელებს.