"ბატონი ორბანის განცხადება არის რეალისტი ევროპელის თვალით დანახული სინამდვილე, ფასეულობებისაგან გამოშიგნული, ავტორიტეტ დაკარგული გახადეს მთლიანად ევროკავშირი" - გიორგი სოსიაშვილი

სოსიაშვილი

კრიზისი ევროკავშირში - ევროპელი ლიდერების ნაწილი ორგანიზაციას მწვავედ აკრიტიკებს. ითვლის თუ არა ევრო გაერთიანება ბოლო საათებს? უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაშლა ემუქრება. ვიქტორ ორბანის თქმით, დროა ისეთი კავშირის, რომელიც თავის ერებს ემსახურება, სუვერენიტეტს აფასებს და მოქალაქეებს პირველ ადგილზე აყენებს. ევრო ბიუროკრატებთან მიმართებით გაჟღერებული მწვავე განცხადებები არ უკვირთ თბილისში. იმ კრიზისზე, რაზეც დღეს ევროპაში საუბრობენ, თბილისი დიდი ხანია მიუთითებს.

"ბატონი ორბანის განცხადება არის რეალისტი ევროპელის თვალით დანახული სინამდვილე. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, საით მიაქანებენ ევროპას, ეს მოკალათებული ევროპელი ბიუროკრატები, როგორი ურთიერთგამომრიცხავი ნაბიჯები იდგმება, ზოგადად როგორი პოლიტიკაა - ჯერ რა მდგომარეობაში ჩააგდეს თავიანთი უპასუხისმგებლო ნაბიჯებით და განცხადებებით უკრაინა. ფასეულობებისაგან გამოშიგნული ავტორიტეტ დაკარგული გახადეს მთლიანად ევროკავშირი და ევროპელი მოსახლეობის გადასახადებისგან იკვებებიან ფაქტობრივად და მათ უფსკრულისკენ მიაქანებენ,"- აცხადებსპარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.